მონოგრაფია ნაწილია ფართო ისტორიულ-გეოგრაფიული შტუდიისა, რომლის მიზანია გამოავლინოს, თუ როგორ მიმდინარეობდა და რა შინაგანი მიზეზებით იყო გაპირობებული ქართულ და არაქართულ „ქვეყანათა" კონსოლიდაციის მრავალსაუკუნოვანი პროცესი, რისი შედეგიც იყო ფეოდალური სახელმწიფო „საქართველოს" წარმოქმნა. წინამდებარე გამოკვლევაში განხილულია ეს პროცესი უძველესი ხანიდან დაწყებული ჩვ. წ. V საუკუნის ჩათვლით, როდესაც ვახტანგ გორგასალმა ერთ სამეფოდ გააერთიანა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო.