ამ წიგნის გამოცემა არის საუკუნეების განმავლობაში შექმნილი ჩვენი მადლიანი ქართველი მართლმადიდებელი მქადაგებლების ქადაგებების ერთ აკადემიურ გამოცემაში მოქცევა. ეს ქადაგებები ჩვენს რეალობაში არსებობდნენ ძველი გამოცემული ბროშურების, ხელით საბეჭდ მანქანაზე ნაბეჭდი აკინძული ფურცლების, ან ადრე გამოცემული წიგნების სახით. ეს წყაროებია: იოანე ბოლნელი - ათონის მრავალთავის ტექსტი; ამბროსი ნეკრესელის ქადაგებანი; ქადაგებანი და მოძღვრებანი; წმინდა ალექსი შუშანიას ქადაგებანი; ეპისკოპოსი ლეონიდი - სიტყვანი და მოძღვრებანი; დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე - საღვთისმეტყველო კრებული; სიტყვანი დავით ეპისკოპოსისა; სწორედ ამ ღირსი მამების ქადაგებები შევიდა გამოცემის პირველ ტომში.