შვეიცარია და საქართველო - ეს ორი მთიანი ქვეყანა საუკუნოვანი ტრადიციებით, შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობებით სარგებლობს. XIX საუკუნეში შვეიცარიელი ფერმერები და მეწარმეები საქართველოში დასახლდნენ, მათ რეგიონს შვეიცარიული გამოცდილება გაუზიარეს. ამავდროულად, ქართველი ახალგაზრდები შვეიცარიაში თავისუფლებისა და განათლების საძიებლად გაემგზავრნენ. 1865 წლიდან საქართველოში შვეიცარიული ყველის წარმოება დაიწყო, ასევე შვეიცარიელები მეტალურგიასა და სპილენძის მრეწველობაშიც იყვნენ ჩართულნი. სიამოვნებით გაეცნობით ალბომს, მასში აღბეჭდილ ადამიანებს, ისტორიებს, პირად მოსაზრებებს და იმ წვლილს, რომელიც მათ შეიტანეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სახალხო დიპლომატიაში.