წინამდებარე კრებული შედგენილია ტრადიციად დამკვიდრებული პრინციპებით და შეიცავს 2006-2010 წლებში ბეჭდური სახით გამოქვეყნებული წერილების ანოტაციებს. ის შეიქმნა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით და არ ითვალისწინებს ელექტრონულ გამოცემებს, ან ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებულ ინფორმაციას. გამოცემაში დამატების სახით ქვეყნდება იმ ნაშრომთა ანოტაციები, რომლებიც შესრულებულია წინა წლებში, მაგრამ არ გამოქვეყნებულა „რუსთველოლოგიური ლიტერატურის ანოტირებული ბიბლიოგრაფიის" სათანადო კრებულებში.