მასალების მესამე ტომში შეტანილია ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოგრაფიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ 1958-1990 წლებში აჭარაში შეკრებილი ის ეთნოგრაფიული მასალები, რომლებშიც ასახულია მრავალდარგოვანი ხელოსნობისა და შინამრეწველობის ძირითადი საკითხები. მასალები შეიცავს ეთნოგრაფიულ მონაცემებს მჭედლობაზე, ხისა და კერამიკულ ნაკეთობათა დამზადებაზე, ხალხურ ფეიქრობაზე, ამ დარგებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. ტომს ერთვის საძიებლები და საილუსტრაციო მასალები.