დიმიტრი ყიფიანის ათტომეულის მეცხრე ტომში შესულია დიმ. ყიფიანის ოფიციალური და საქმიანი წერილები. მოხსენებითი ბარათები, ახსნა-განმარტებები, განცხადებები... (1869-1886). აქ წარმოდგენილია ტექსტები, რომელთაგან მხოლოდ ნაწილია დღემდე გამოქვეყნებული, მრავალმხრივ საინტერესო მასალაა როგორც საკუთრივ დიმ. ყიფიანის ცხოვრება-მოღვაწეობის, ისე XIX ს. საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ადმინისტრაციულ-მმართველობითი, კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლისათბის.