ჩემი ცხოვრების დღენი : მოგონებანი
 13/05/2026

სიმონ ქვარიანი (1868-1946) - ქართველი მწერალი, პედაგოგი და აგრონომი. მისი ავტობიოგრაფიული წიგნი "ჩემი ცხოვრების დღენი" წარმოადგენს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს ცხოვრების ამსახველ უნიკალურ დოკუმენტს. ავტორი აღწერს ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებიდან დაწყებულ გზას, სწავლას ქუთაისსა და თბილისში, წინანდლის საუფლისწულო მამულში მუშაობას და შემდგომ კი ევროპაში მიღებულ განათლებას. განსაკუთრებული სიზუსტით არის გადმოცემული იმდროინდელი ქართველი სტუდენტების ცხოვრება ევროპაში. დამატებულია საბჭოთა პერიოდის ტექსტებიც. ამ დღიურიდან კარგად ჩანს, რა ემართება ადამიანს დიქტატურის პირობებში, როგორ იცვლება არა მხოლოდ ადამიანის ბედი, არამედ მისი აზროვნებაც და სამყაროს ხედვაც.