ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები = Fundamentals of Georgian Grammar
 13/05/2026

„ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები", რომელშიც აკაკი შანიძის მიერ ქართული ენის მორფოლოგიური სტრუქტურის დარგში გაწეული ხანგრძლივი კვლევა-ძიების შედეგები არის წარმოდგებილი, ბოლოს ამ ორმოციოდე წლის წინათ, 1980 წელს , დაიბეჭდა აკაკი შანიძის თხზულებათა თორმეტტომეულის მესამე ტომად. მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომის პუბლიკაციიდან არცთუ მცირე დრო არის გასული, „საფუძვლები" დღესაც დიდიად საჭირო წიგნია ყველა იმათთვის, ვისაც სურს ქართული ენის აღნაგობაში გარკვევა, მისი საფუძვლიანი შესწავლა და გამოყენება. წინამდებარე გამოცემა არსებითად იმეორებს 1980 წლისას.