წიგნი თემატურად მრავალფეროვანია. მასში შესულია წერილები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე, აგრეთვე სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებსა და პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქმული სიტყვები. მათი ერთი ნაწილი პოლიმიკური ხასიათისაა და საკმაოდ მწვავე ტონი დაჰკრავს. ამ კრიტიკულ-ლიტერატურული წერილებიდან ჩანს, რაოდენ აქტიურად ეხმაურება ავტორი უკანასკნელ წლებში ჩვენი მწერლობის შემოქმედებით ცხოვრებასა თუ პოლიტიკურ მოვლენებს. წიგნი საინტერესოა იქნება როგორც ლიტერატურით დაინტერესებული, ისე მკითხველთა ფართო წრისათვის.