საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საფოსტო მარკები
 13/05/2026

1919-1921 წლებში თბილისში გამოშვებულ ბეჭდურ პროდუქციაში ქართულ საფოსტო მარკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ის არის ნიშანი, რომელიც ამოწმებს საფოსტო მომსახურების-კორესპონდენციის გაგზავნის, ასევე ადრესატთან მიტანის გადახდას და ამარტივებს ამ სერვისისათვის გაწეული ხარჯების აკრეფას. იმავდროულად, ეროვნული საფოსტო მარკა ქვეყნის სუვერენიტეტის ერთ-ერთი სიმბოლო და ქვეყნის სახეცაა, რომელშიც ეპოქა ირეკლება.