კრებული მნიშვნელოვანი ნაშრომია იმ თვალსაზრისით, რომ მკითხველს სთავაზობს თბილისის ურბანული ეკოსისტემების ქრონოლოგიური განვითარების და ტრანფორმაციის დოკუმენტირებულ ანალიზს. ნაშრომი გვაწვდის კომპლექსურ ინფორმაციას ქალაქის გამწვანებისა და სარეკრეაციო ზონების ისტორიული ფორმირებისა და სივრცითი განაწილების შესახებ, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული პროცესების გათვალისწინებით. გვთავაზობს ქალაქის, როგორც ცოცხალი ეკოლოგიური სისტემის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციას. საშუალებას გვაძლევს გავაცოცხლოთ ურბანულ სივრცეში ბუნებასთან თანაცხოვრების ისტორიული მეხსიერება და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ ადამიანისა და გარემოს ინტერესების თანხვედრისა და ჰარმონიული განვითარების აუცილებლობაზე.