მიხეილ ჯავახიშვილის საქმე N 997, იმ იშვიათ გამონაკლისთაგანია, რომელიც შემორჩა და შესაძლებლობა გვეძლევა, არა მხოლოდ მკვლევართათვის, არამედ ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. საქმე გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. საინტერესოა ამ დოკუმენტის ისტორია და ის გზა, რომელიც ჩვენამდე გამოიარა.მიხეილ ჯავახიშვილის საქმის შესწავლა საშუალებას იძლევა, ერთდროულად გავიაზროთ როგორც დიდი ტერორის პერიოდის ზოგადი მახასიათებლები, ისე კონკრეტული საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიული ტრაგიზმი.