წიგნში განხილულია, ქართული ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის საკითხები, კერძოდ: სავენახე ტერიტორიის შერჩევის, დამუშავების, მასზედ ვაზის ნერგის დარგვის და ვენახად ფორმირების, ასევე მოვლისა და ხარისხიანი ყურძნის მიღების წესები და მეთოდები. აქვეა განხილული ქვევრის აშენების, მასში ტკბილის დადუღების, მაჭრის დავარგების, ღვინის დაძველების, მისი ხანგრძლივი დროით შენახვის და ბოთლში სარეალიზაციოდ ჩამოსხმის წესები და მეთოდები. ცალკე თავი აქვს მიძღვნილი საოჯახო და სამრეწველო მარნების მშენებლობას, მათში ქვევრების ჩადგმას და იარაღ-ჭურჭლით გაწყობის წესებს. განხილულია ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდები.