იმედით ძლეული უიმედობა
 28/02/2017

წარმოდგენილი ნაშრომი ისტორიულ-ლიტერატურული და ამავე დროს ფსიქოლოგიური თხზულებაა, რომელშიც საქართველოს უახლესი პერიოდის რეალური ცხოვრებაა აღწერილი; ცხოვრება, რომელიც ყველა ნამდვილ და პატიოსან ქართველს თავის თავზე გადაუტანია; ცხოვრება, რომელიც დღესაც მთელი სიცხადით დგას ჩვენს წინ და პასუხს ელოდება. ელოდება ძირეულ ცვლილებებს: ქვეყნის წინსვლას გაერთიანებას, ქართული გენოფონდის გამრავლებას, პოლიტიკურ-ეკონომიკური კოლაფსიდან თავის დაღწევას, ქართველთა ერთიან ამაღლებასა და განათლებას. წიგნი სასარგებლო და საჭიროა, რომელსაც გულანთებული წაიკითხავს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, თუნდაც მოზარდი და მასში ისტორიულ სიმართლეს დაინახავს.