სურათები : [ხელოვნების ნიმუშების ლიტერატურული აღწერა]
 10/06/2026

ანტიკურ სამყაროში ფილოსტრატოსის „სურათები" განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობდა. არ გამქრალი მისდამი ინტერესი ბიზანტიურსა თუ მომდევნო ეპოქებში. განსაკუთრებული ინტერესით მიიღო ეს თხზულება აღორძინების ეპოქამ. იგი პირველად ითარგმნა 1579 წელს და 1637 წლამდე ექვსჯერ გამოიცა. წიგნი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე. ამ თხზულების თარგმნა არ იყო იოლი, რამდენადაც მისი ავტორი გამოირჩევა წერის დახვეწილი მანერით, ორატორული ოსტატობით, ელეგანტურობით, მისი სტილი არის სოფისტური, რაც გულისხმობს ამაღლებულობას, შთამბეჭდაობას, ფერწერულობას. „სურათებში" ფილოსტრატოსი ცდილობს სიტყვებით გადმოსცეს მხატვრობის ესთეტიკა და ემოცია. ყოველივე ამასთან ერთად მისი თხრობის მანერა არის რიტმული, რომელიც იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორია ფრაზის შინაარსი. მთარგმნელი შეეცადა ეს აესახა თანგმანში, ოღონდ თანამედროვე ენის სტილისა და მანერის დაცვით.