კომუნისტების მიერ აკრძალული საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან XIX საუკუნის დამდეგამდე
 10/06/2026

ამ წიგნით 1943 - 1956 წლებში საქართველოს საშუალო სკოლების უფროს კლასებში ისწავლებოდა საქართველოს ისტორია. 1956 წელს წიგნი ამოიღეს სასწავლო პროგრამიდან და კრემლის ბრძანებით „დაატუსაღეს". დღეს ის გვიბრუნდება პირვანდელი სახით. წიგნში მაქსიმალურად შენარჩუნებულია ავტორისეული სტილი და პუნქტუაცია. შეძლებისდაგვარად შევსებულია სხვადასხვა წლებში ცენზურის მიერ ამოღებული ადგილები ხელთ არსებული სხვადასხვა გამოცემებიდან. ამდენად აღნიშნული ტექსტი არის მაქსიმალურად სრული იმ გამოცემებთან შედარებით, რომლებიც აქა იქ შემორჩენილია მოსახლეობაში. მეორე გამოცემაში, პირველთან შედარებით, შეტანილია სტრუქტურული ცვლილებები, რიგი ცვლილებები და დამატებანი. ხელახლა არის დაწერილი 61 და ახლად -62 და 71 პარაგრაფები, ს. ჯანაშიას მიერ. მანვე შეადგინა რუკა: „ქართველთა სახელმწიფოები და განსახლება VI საუკუნეში ძვ.წ." პეტიციით არის აწყობილი, როგორც არასავალდებულო მოწაფეებისათვის, საცნობო და საორენტაციო მასალა.