წინამდებარე წიგნი არ არის მორიგი მხატვრული მოთხრობა. ეს არის პრაქტიკული ფსიქოლოგიური გზამკვლევი, რომელიც აერთიანებს ავტორის მრავალწლოვან გამოცდილებას, ცხოვრებისეულ დაკვირვებებსა და თანამედროვე ფსიქოლოგიურ ხედვას. იგი არ გასწავლის, როგორ „დაიპყრო" ადამიანი ძალადობით, ან უხეში მანიპულაციით. პირიქით - ის გთავაზობს ბევრად უფრო რთულ და ღირებულ უნარს: როგორ დაამყარო და შეინარჩუნო კავშირო ისე, რომ ამ პროცესში საკუთარი თავი არ დაკარგო. წიგნში განხილულია დამოკიდებულებები, რომლებიც ხშირად გვაზიანებს; კომპლექსები, რომლებსაც ჩვენ თვითონ ვქმნით; კომუნიკაციის ფორმები, რომლებიც ან გვქმნის, ან გვანგრევს; და ის უხილავი ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც ყოველდღიურად, შეუმჩნევლად, მაგრამ გადამწყვეტად განსაზღვრავს ჩვენს ურთიერთობებს.