ხალხური ხელსაქმის უსახელო ოსტატთა მიერ შექმნილ დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების-ხეზე კვეთის, ლითონისა და თიხის დამუშავებისა თუ ქსოვა-ქარგვის ნიმუშებში დეკორატიულთან ერთად მაგიური დატვირთვის სიმეტრიულ ორნამენტებსა თუ ფერთა უბადლო შეხამებაში ძალუმად ისმის ასწლეულების სუნთქვა. მათი საუკეთესო ნაწილი, როგორც ეროვნული კულტურის თავისებური განსახოვნება, სამუზეუმო ექსპონატებადაა ქცეული. ხალხური გამოყენებითი ხელოვნება დღეს ახალ სიცოცხლეს იძენს, რისი დასტურიცაა ამ გამოცემაში წარმოდგენილი ძირძველი ტრადიციის დაცვით თანადროულ შემოქმედთა მიერ ნაოსტატარი ხის კვეთის, ლითონისა და თიხის დამუშავების, ასევე ქსოვა-ქარგვის უმშვენიერესი ნიმუშები.- მართლაც უნიკალური საჩუქრები საქართველოდან.