წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს საეტაპო მნიშვნელობის ნაშრომს საქართველოს შუა საუკუნეების საეკლესიო ხელოვნების კვლევის ისტორიაში. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჭედური ხატების კოლექციის მულტიდისციპლინარული შესწავლა არა მხოლოდ კონკრეტული ძეგლების დეტალურ ანალიზს გულისხმობს, არამედ ქმნის მეთოდოლოგიურ საფუძველს მსგავსი ტიპის ძეგლთა შემდგომი კვლევისა და კონსერვაციისათვის. გამოცემა აერთიანებს არაინვაზიური და ინვაზიური მეთოდებით მიღებულ მონაცემებს, ლითონზე პლასტიკისა და დაწნეხვის ტექნოლოგიის ანალიზს, მოოქროების პროცესის შესწავლას, ენერგოდისპერსიულ სპექტროსკოპიულ კვლევებს, პალინოლოგიურ დაკვირვებებსა და რესტავრაციის დეტალურ აღწერას.