„უახლესი ისტორიის ცენტრი" გთავაზობთ მორიგ სამეცნიერო პუბლიკაციას, რომელიც აფხაზეთის ისტორიულ წარსულს შეეხება. მკითხველს შეუძლია გაეცნოს ქართული ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენლის, ივანე ჯავახიშვილის საისტორიო სკოლის ღირსეული გამგრძელებლის, აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას მიერ გამოსაცემად მომზადებულ ნაშრომს, რომელიც საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის ცვალებადი ხასიათის დამსახურებით, დიდი ხნის განმავლობაში არქივებში ინახებოდა და საზოგადოების ფართო ფენებისთვის მიუწვდომელი იყო. აკადემიკოსმა წინამდებარე ნაშრომი 1930 -იანი წლების ბოლოს მოამზადა, თუმცა აფხაზეთის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია წიგნად გამოცემა. 1947 წელს აფხაზეთის კომუნისტური პარტიის საოლქო კომიტეტმა, მაშინდელი ცაკ-ის პირველმა მდივანმა აკაკი მგელაძემ განსახილველად გამოუგზავნა საქართველოს კპ ცკ პირველ მდივანს კანდიდ ჩარკვიანს, რომელმაც თავის მხრივ ნაშრომი შესასწავლად გადასცა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმს. მიუხედავად ამისა, წიგნის გამოცემა მხოლოდ 21-ე საუკუნეში მოხერხდა. დაინტერესებული მკითხველისათვის პირველი შესაძლებლობაა ქართულ ენაზე გაეცნოს აკადემიკოსის მნიშვნელოვან ნარკვევს აფხაზეთის ისტორიული წარსულის შესახებ.