ინოლა გურგულიას (1929-1977) 1950-1970-იანი წლების საარქივო აუდიოჩანაწერების ას სიმღერიანი კოლექცია თორმეტი სხვადასხვა წყაროდან თავმოყრილ მასალას მოიცავს. წინამდებარე შვიდფირფიტიან „ბოქს-სეტ" გამოცემაში ეს ასი აუდიჩანაწერი ფირფიტების ხუთ აუდიოალბომშია განაწილებული. საარქივო ჩანაწერების გამოქვეყნების იდეის შთაგონების წყარო ოჯახში დაცული 50-60-იანი წლების მიჯნაზე, ოჯახურ პირობებში ჩაწერილი უნიკალური მაგნიტოფირი აღმოჩნდა, რომელიც მთლიანად ინოლას სიმღერებს შეიცავს. სწორედ ეს სიმღერებია განთავსებული პირველ ორფირფიტიან აუდიოალბომში, სახელწოდებით „გახსოვს?", იგი სიმბოლურად ინოლასა და მისი სიმღერების ხსოვნასა და არდავიწყებაზე მიგვანიშნებს.