ნაშრომში გაანალიზებულია რელიგიური სტრუქტურის ცვლილების თავისებურებები პოსტკომუნისტურ საქართველოში, დემოგრაფიული პოლიტიკის თავისებურებანი ქრისტიანულ და მუსულმანურ ქვეყნებში, ცალკეული თეორიები რელიგიის შესახებ. მოტანილი დასკვნები დაფუძნებულია საქართველოში მართლმადიდებელ მორწმუნეთა შორის სოციალურ-დემოგრაფიულ ქცევაზე და ოჯახის პრობლემებზე 2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში, ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგებზე და განხილულია მართლმადიდებელ მორწმუნეთა სოციალურ-დემოგრაფიული ქცევის ტრანსფორმაცია. კერძოდ: მორწმუნეთა მოსაზრებები და შეხედულებები სახელმწიფოსა და ქვეყამაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებისათვის გასატარებელი საჭირო ღონისძიებების შესახებ.