უძველესი ქართული საკალენდრო ტერმინოლოგია და იბერიული ცივილიზაცია :
 28/02/2017

წიგნში წარმოდგენილია უძველესი ქართული საკალენდრო ტერმინოლოგიის წარმოშობის, განვითარებისა და დამკვიდრების გზები. აღნიშნული სემანტიკური ჯგუფი მსოფლიოს ყველა ენის ძირითად ლექსიკურ ფონდში არსებული მასალაა, რადგან ყველას სჭირდება დროში (და სივრცეში) ორიენტირება. და ამიტომ ამა თუ იმ ერის ცივილიზაციის გარკვეული დონის მაჩვენებელია, რადგან ის ირგვლივ მყოფ სამყაროსთან დაკავშირებით უშუალოდ გადმოგვცემს გარკვეული ენის მატარებელი ერის წარმოდგენებს. ამის გამო ეს სიტყვები უშუალო კავშირშია ეთნოსის რწმენა-წარმოდგენებსა და ეროვნულ ფსიქოლოგიასთან, რაც მისი კულტურისა და ცივილიზაციის გარკვეული დონის მაჩვენებელია