გულის სახსოვარი
 28/02/2017

წიგნში ქალბატონი სვეტლანა ასახავს აფხაზურ-ქართულ ურთიერთობებს და იმ განუზომელ ტკივილს, იმ ადამიანთა დაკარგვას, რომლებთანაც განშორება მოუხდა ამ 22 წლის მანძილზე. ყოველ სტატიაში დიდი ტკივილია ჩადებული. განშორების ეს განცდა წიგნში ნათელი სევდის სურათს უფრო ქმნის, ვიდრე დრამატულ პანორამას. ეს არ არის მხოლოდ მოგონების წიგნი. იგი გამოიკვეთა, როგორც აფხაზეთის კულტურის მცირე ისტორია, უფრო სწორად, ერთგვარი ენციკლოპედია ამ საუკუნოვანი ისტორიისა.