შუა საუკუნეები : 111 ამბავი
 14/09/2018

შუა საუკუნეები მნიშვნელოვანი ეპოქაა, რომელიც ევროპაში V-დან XV ს-მდე გრძელდებოდა. ის უამრავ მოვლენასა თუ სიახლეს მოიცავს: რომაული სამყაროს დარღვევა, ქრისტიანობისა და ისლამის გავრცელება, ახალი სამეფო-სამთავროების გაჩენა, ფეოდალიზმის დამკვიდრება, ჭიდილი რომის მემკვიდრეობისათვის, რომის პაპებისა და გერმანელი იმპერატორების დაპირისპირება, მონასტრული ცხოვრების აღორძინება, ჯვაროსნული ომები, ორდენების დაარსება, თურქ-სელჩუკთა, მონღოლთა ლაშქრობები, შავი ჭირის გავრცელება, რენესანსის დასაწყისი. ბევრი საინტერესო ამბის აღმოჩენა შეიძლება მოვლენათა ამ გრძელ ჯაჭვში.