წმიდა ბერი სილოვანე ათონელი, I-II-III
 20/09/2018

წიგნი სტრუქტურულად ორ ნაწილად იყოფა: პირველი ნაწილი სახელწოდებით „ბერის ცხოვრება და სწავლებანი", დაწერილია ავტორის - არქიმანდრიტ სოფრონი სახაროვის მიერ, რომელიც ათონის მთის წმ. პანტელეიმონის მონასტერში ცხოვრების პერიოდში ბერი სილოვანეს მოწაფე იყო. მეორე ნაწილი - „ბერი სილოვანეს ნაწერები" კი შედგება თვით წმინდანის მიერ დღიურში გაკეთებული ჩანაწერებისაგან. ავტორი არაერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას , რომ ბერი სილოვანეს მონაზვნური სულიერი ღვაწლი ზუსტად დევს მართლმადიდებლური მონაზვნური მოღვაწეობის ზოგად ჩარჩოებში. თუმცა მას აქვს ინდივიდუალური თავისებურებებიც, სწორედ ამის გამო უწოდა მართლმადიდებლურმა სამყარომ ღირს მამა სილოვანეს „XX საუკუნის სიყვარულის მოციქული".წიგნს აქვს მესამე ნაწილიც. ეს არის ავტორის მიერ პარიზში 1952 წ. ნოემბერში წაკითხული მოხსენება, რომელშიც გადმოცემულია მართლმადიდებლური მონაზვნური მოღვაწეობის საფუძვლები.