კლასიკური და თანამედროვე საზღვარგარეთული ლიტერატურა : [სახელმძღვანელო]
 11/10/2018

წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილია უცხოელ მწერალთა ერთი ჯგუფი, რომელთა შემოქმედებამაც განსაზღვრეს დასავლური და ამერიკული ლიტერატურული პროცესების შემდგომი განვითარება. წიგნში წარმოდგენილია სხვადასხვა მსოფლმხედველობის, ეპოქისა და ქვეყნის თორმეტი მწერალი, რომელთა მხატვრულ შემოქმედებას, პუბლიცისტურ და ესეისტურ ნააზრევს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. თითოეულ მწერალს გამორჩეული ხელწერა, სტილი, გადმოცემის მანერა, ესთეტიკური სამყარო და მსოფლმხედველობა გააჩნია. ისინი სხვადასხვა ხედვის, მიმდინარეობის, ლიტერატურული სკოლის თუ დაჯგუფების წარმომადგენლები არიან. ნაშრომის მიზანია ეპოქის ხასიათის ჩვენება, იმ ძირითადი ასპექტების წამოწევა, რომელმაც თავი იჩინა წარმოდგენილ მწერალთა შემოქმედებაში. ომის შემდგომი დახლეჩილი სამყაროს ბედი, პიროვნების ტრაგიზმი და გაუცხოება, სოციალური საკითხების სიმწვავე, „ჯაზის საუკუნის"განწყობა, ხელოვანის ბედი, სულიერების კრიზისი, ამბოხი საკუთრ თავთან და გარე სამყაროსთნ. აი, ძირითადი თემები, რომლებიც წამოწეულია ნაშრომში.