გარეჯის მადლით მოსილნი : [კახეთის სოფლების პატარძეულის, სართიჭალის და უდაბნოს ისტორია]
 01/11/2018

წიგნში „გარეჯის მადლით მოსილნი" ავტორი მოგვითხრობს გარე კახეთის სოფლების-პატარძეულის,სართიჭალის და უდაბნოს ისტორიას და მკითხველს აცნობს ამ ძირძველ სოფლებში მოღვაწე ადამიანების: გოგლა ლეონიძის, ვასილ ყუშიტაშვილის, სოლომონ ბუტილაშვილის, ალექსანდრე ელერდაშვილის და სხვათა საქმიანობას და მოღვაწეობას. ავტორი გვიამბობს მათ შესახებ, ვინც თავისი საქმით, ქველმოქმედებით, პროფესიონალიზმით, სიკეთით და უანგარობით ნათელ მაგალითს გვაძლევენ, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რათა ტაძრისაკენ მიმავალ გზას არ ავცდეთ. ნაწარმოებში ამოვიკითხავთ სრულიად ახალ, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ ფაქტებს, რომელნიც დამყარებულია, როგორც საარქივო მასალებზე, ასევე საერო და საეკლესიო გამოცემებზე.