დიდი გერმანელი მწერლის და მოაზროვნის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს მრავალმხრივი შემოქმედება დიდი ხანია მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და „მშვენიერი ადამიანის" იდეაა ასახული."ფაუსტის " მეორე ნაწილი 1832 წელს მწერლის სიკვდილამდე ერთი წლით ადრე გამოქვეყნდა. პირველი ნაწილი ხალასი პოეზიითა და ემოციურობით გამორჩეული შედევრია და ძირითადად მიჰყვება დოქტორ ფაუსტის ლეგენდას, მეორე ნაწილში გოეთე მეტ იმპროვიზაციას მიმართავს.
.