ეს წიგნი რეცეპტების საშუალებით მოყოლილი გამოცდილებაა, ამბავი ქალისა, რომელმაც თავის გარშემო ბევრი რამე შეცვალა. ბევრი რამ გაბედა და კიდევ უფრო მეტი-დაწერა. თანამედროვე ხელოვნების, კულინარიისა და ლიტერატურის ერთობლიობა ისტორიას აცოცხლებს. ეს წიგნი მოგზაურობაა „ბარბარესთან", რომელსაც „ქართული ოჯახი" გთავაზობთ.