სიყვარულის ორმოცი წესი : [რომანი]
 04/02/2019

თურქი მწერალის ელიფ შაფაქის რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში. „სიყვარულის ორმოცი წესი" ინგლისურად დაწერილი მის რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრა ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და ...აღმოსავლეთი! „ისინი ერთ ქალაქში არ ცხოვრობდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, არც ერთ კონტინენტზე. მათ მხოლოდ მანძილი როდი აშორებდათ...მაგრამ ეს მაინც მოხდა...ელამ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო, რათა ამ ყველაფერს წინ აღსდგომოდა, თუკი...შესაძლებელია, სიყვარულს წინ აღუდგე". დიახ, სიყვარულის წინაშე ადამიანი უძლურია, ამიტომ შეუძლებელია, მკითხველი არ ააღელვოს ელა  რუბინშტეინისა და მწერალ აზიზ ზაჰარას უცნაურმა და რომანტიკულმა ურთიერთობამ.