თავდაყირა : [რომანი]
 05/02/2019

ჰოლი სმეილი ძალიან საინტერესო მწერალია. მისი წიგნები ხშირად ისეთ თემებს ეხება, ყველასათვის რომ ნაცნობია მკითხველი ჰარიეტ მანერსის პერსონაჟში ხედავს გოგონას, რომელმაც იცის ძალიან ბევრი ფაქტი, მაგრამ არ იცის რა ჯობს - იყოს ისეთი, როგორიც არის, თუ - ისეთი, როგორიც საზოგადოებას უნდა. „თავდაყირა" გიკი გოგოს გამორჩეული ტომია. ჰარიეტ მანერსი თინეიჯერების საუკეთესო მეგობარი და მათი გმირია! და ის ბრუნდება! ბრუნდება, რომ თავის თანატოლებს პრობლემების დაძლევისა და წარმატების ახალი გზები უჩვენოს; ბრუნდება რომ დასახოს გეგმები და უკან არ დაიხიოს; ბრუნდება, რომ იმედი მისცეს მათ, ვისაც მიზნისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ არ დაუწყია...და რაკი წინსვლა მეგობრებისა და ოჯახის წევრების დაუხმარებლად თითქმის შეუძლებელია, ჰარიეტთან ერთად ბრუნდებიან მამა, ანაბელი, ბანტი და დანარჩენები. იმოგზაურეთ ამ წიგნში და აღმოაჩინეთ საკუთარი შესაძლებლობები.