მე, შენამდე : [რომანი]
 05/02/2019

ინგლისელი მწერლის ჯოჯო მოიესის რომანი "მე შენამდე" 2012 წელს გამოიცა და მალევე ბესტსელერების სათავეში მოექცა, - 2016 წელს კი გამოვიდა ფილმი. ლუისა კლარკი 26 წლისაა და ჯერ კიდევ არ უნახავს უცხოენოვანი ფილმები სუბტიტრებით, ოცნებობს ისეთი საძინებელი ჰქონდეს, სადაც ხელებს გაშლის და მოპირდაპირე კედლების სივიწროვე არ შეაწუხებს. ერთ დღესაც ამ გოგონას ცნობილი ოჯახი თავიანთი შვილის - კვადრიპლეგიის მქონე უილ ტრეინორის მომვლელად აიყვანს,თუმცა ლუისა მალევე მიხვდება, რომ მას მხოლოდ მომვლელის ფუნქცია არ აკისრია. ამ ნამდვილი ბრიტანული იუმორით სავსე, ხალისიან და თან საოცრად სევდიან რომანში გადააწყდებით ისეთ მძიმე თემებს, როგორებიცაა ევთანაზია, სექსუალური ძალადობა, შეზღუდული შესაძლებლობა.