ოსტატი და მარგარიტა : [რომანი]
 11/02/2019

მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა" მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული რომანია, რომლის არსის ამოხსნაზე დღემდე მსჯელობენ და კამათობენ კრიტიკოსები, ფილოსოფოსები, მწერლები. ამ ნაწარმოებში ნებისმიერი გემოვნების მკითხველი იპოვის მისთვის საინტერესოს: სახელწოდება იმთავითვე გვაუწყებს, რომ ხელოვნების რაობაზე დაფიქრება და ამაღლებულ სიყვარულთან ზიარება მოგვიწევს; „წიგნი წიგნში" - ახალი აღთქმის მოტივებზე მოთხრობილი ამბავი პილატესა და იეშუას ურთიერთობაზე - სიკეთისა და ბოროტების მარადიულ ჭიდილს კიდევ ერთხელ დაგვანახებს; რომანის მესამე შრე - ეშმაკი ვოლანდისა და მისი ამალის თავგადასავალი კი ჯადოქრობისა და მისნობის ასევე ოდინდელ თემებს ავითარებს.