უახლესი ქართული მხატვრული კინო : სახელმძღვანელო
 13/02/2019

სახელმძღვანელოში ასახულია ის პროცესები, ტენდენციები და მიმართულებები, რომლებიც ახასიათებს ქართულ კინოს - საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ -XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღევანდელობამდე 2018 წლის ჩათვლით. სახელმძღვანელოში მიმოხილული და გაანალიზებულია: XX-XXI საუკუნეების მიჯნისა და საქართველოს დღევანდელი რეალობა - ისტორიულ-პოლიტიკურ-სოციალურ კონტექსტში - რაც კინოს მდგომარეობაზე ახდენს გავლენას და ამავე დროს ფილმებში აისახება; კინოწარმოებისა და შემოქმედების კრიზისის პანორამული სურათი და საფუძვლები, კრიზისიდან გამოსვლის გზები და შედეგები; კინოს დაფინანსების წყაროების , წარმოების, საბაზრო-სადისტრიბუციო მდგომარეობა      და საერთაშორისო გამოცდილება; შემოქმედებითი პროცესის მსვლელობა; დროის სხვადასხვა ეტაპზე გადაღებული და სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული ფილმების მახასიათებლები, პრობლემატიკა და თემატიკა; ქართული კინოს წარმატება საერთაშორისო კინოსაზოგადოებაში და მიზეზები; უახლესი ქართული მხატვრული კინოს მიმართულებები და გეზი.