მარიამ კერესელიძე : დაკარგული ქართველი ქალი : [მონოგრაფია]
 13/02/2019

ემიგრაციაში მოღვაწე ქართველ ქალთაგან ჩვენი საზოგადოებისათვის მცირე ნაწილია ცნობილი. უფრო მეტია ისეთი, რომელთა სახელი უცნობია არა თუ ჩვენთვის, არამედ ემიგრაციის ახალი თაობისთვისაც, არადა, ისინი იმსახურებენ, რომ საზოგადოება იცნობდეს მათ ცხოვრებას. წარმოდგენილი წიგნი მოგვითხრობს ქართველი ემიგრანტის, მარიამ კერესელიძის ქარტეხილებით სავსე ცხოვრებაზე. ევროპაში დაბადებულსა და გაზრდილ მარიამს დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლო ენახა, თუმცა სურვილი სურვილად დარჩა. განგებამ მსოფლიოს რომელ კუთხეში აღარ გადაისროლა, მაგრამ საქართველოს ხილვა კი არ აღირსა. მარიამის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის რადგან მასზე, ბოლო დრომდე ნაკლებად იწერებოდა. ავტორმა, მოძიებულ მასალებზე დაყრდნობით, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით აღწერა მარიამ კერესელიძის განვლილი გზა და მისი ნამოღვაწარი.