რუკა და ტერიტორია : რომანი
 20/02/2019

მიშელ უელბეკის წიგნი „რუკა და ტერიტორია" თითქოს განსხვავდება ავტორის სხვა წიგნებისაგან, თითქოს უელბეკი თავის თავს არ ჰგავს, აღარ იტყუებს მკითხველს სექსუალური ტურიზმითა  და სხვა მსგავსი თემებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში რომანის წაკითხვის შემდეგ მკითხველს კვლავ ეუფლება უელბეკისეული დეპრესიული განწყობა. რომანში ავტორმა რამდენიმე სხვა ფრანგთან ერთად საკუთარი თავიც გამოიყენა ერთ-ერთ პერსონაჟად, რომელსაც წარმოუდგენელი სისასტიკით კლავენ  და ანაწევრებენ იმ ბანალური მიზეზით, რისთვისაც კაცობრიობის ისტორიის დასაბამიდან ხოცავდნენ ერთმანეთს ადამიანები. და რაკი ადამიანის არსებობას გამართლება აღარ აქვს, მისი ხელით შექმნილი ყოველგვარი ნივთი და ნაკეთობა ქრება, ნადგურდება და მის ადგილს მცენარეული საფარი იკავებს.