აფხაზეთის (საქართველო) ისტორიის საკითხები : (საკითხავი წიგნი)
 06/03/2019

წიგნში განხილულია ოკუპირებული აფხაზეთის ისტორიის აქტუალური საკითხები, უძველესი დროიდან დღემდე. ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკურ, ეთნიკურ და საეკლესიო პრობლემებზე. ავტორები მოგვითხრობენ 1992-1993 წლებში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის, 2008 წლის აგვისტოს ღია აგრესიის, ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის, გენოციდისა და მცოცავი ანექსიის რუსული პოლიტიკის შესახებ. აღნიშნულია, რომ აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით.