საქართველოს სამეფოს თავადთა შთამომავალნი : (XX-XXI საუკუნეები)
 28/03/2019

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის (XV ს.) შემდგომ პერიოდში მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოების, ასევე სამეგრელოს, გურიის, სვანეთისა და აფხაზეთის სამთავროთა თავადების შთამომავლებს, რომლებიც დაიბადნენ 1900 წლიდან, ანუ ცხოვრობდნენ მე-20 და 21-ე  საუკუნეებში. 1921 წლიდან დაბადებულთა ვინაობა ავტორმა დაადგინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეადგინა ამ ნაშრომში ჩამოთვლილ პირთა 1921 წლამდე დაბადებული წინაპრების შეძლებისდაგვარად სრული გენეალოგია. ამ გენეალოგიის შედგენა კი მან შესძლო იმ ისტორიული დოკუმენტების დამუშავების საფუძველზე, რომელიც დაცულია საქართველოს (და საზღვარგარეთის ქვეყნების) მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ინახება ასევე სახელმწიფო არქივებში.