ეთნოკულტურული ეტიუდები : [კრებული]
 01/04/2019

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ნაშრომები, რომლებიც მრავალეთნიკური საქართველოს ეთნოსოციალური და ეთნოკულტურული საკითხების რელიგიური ასპექტით შესწავლის ცდას წარმოადგენს. ნაშრომის პირველი ნაწილი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას ეხება. ამ თვშია შესული სამურზაყანოელების სოციო-კულტურული საკითხებიც. ნაშრომის მეორე თავი ქართველებისა და ოსების ინტენსიურ ურთიერთობებს დაეთმო არა სოციალ-ეკონომიური კუთხით, არამედ კულტურის თვალთახედვით. ნაშრომის საბოლოო ნაწილი ეთმობა, როგორც საქართველოსთნ , ქართველებთან ხანგრძლივი პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობის შედეგად დამკვიდრებული ეროვნული უმცირესობის (ებრაელების, ბერძნების, სომხების), ასევე მუსულმანურ სახელმწიფოთა აგრესიის შედეგად შემოსახლებული თურქულენოვანი ეთნოსის კულტურულ სახეს.