ქართული საბავშვო მოთხრობის ანთოლოგია. ტ. 2
 10/05/2019

წიგნში თავმოყრილ ნაწარმოებებს ერთმანეთისგან ძალიან ბევრი რამ განასხვავებს: დაწერის  დრო, თემატიკა, პერსონაჟები,ამბის მოყოლის თავისებურება, ლიტერატურული ენა, უფლისწულის აღზრდისა თუ ცელქი მოსწავლის გაკვეთილების, კეთილი ექიმისა თუ დაკარგული ბავშვობის, მცენარეებისა თუ ცხოველების მხიარული თუ სევდიანი თავგადასავლების მიღმა იმ მთავარ სათქმელსაც იპოვით, რაც ლიტერატურას უნდა ჰქონდეს- ადამიანის უპირობო და მარადიული სიყვარული. ამ წიგნში ბევრი სიყვარულია, რომელსაც სულ სხვადასხვა ეპოქისა და მიმდინარეობის ქართველი მწერლები გიხსნიან შენ- მარადიულ ბავშვს და ყველაზე საყვარელ მკითხველს.