მემარნის უბის წიგნაკი : (ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი ვაზზე, ქვევრსა და ტრადიციულ ქართულ ღვინოზე)
 11/10/2019

„მემარნის უბის წიგნაკი" განკუთვნილია მოყვარული მევენახეებისა და ოჯახური ტიპის ღვინის მწარმოებელთა ფართო წრისათვის. წიგნში განხილულია ვაზთან, ქვევრსა და ტრადიციული წესით დამზადებულ ღვინოსთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც უკავშირდება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანასა და მხოლოდ „საოჯახო ღვინის" წარმოებისას წამოჭრილ პრობლემებს და არა ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის ფართო სფეროს.