მინიატურული გრაგნილი
 18/02/2014

ანუზომელია ადამიანის ფანტაზია შექმნას განსაკუთრებული ფორმის წიგნი...
ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცულ წიგნთა შორისაა ორიგინალური მინიატურული გრაგნილი, ტყავზე დაბეჭდილი სასიყვარულო ბარათი – კოკო არდელის – იყო და არა იყო რა.
იყო და არა იყო რა, იქამდე სანამ შენ გაჩნდებოდი ჩემს გონებაში... თვალს და ხელს შუა შემომეპარა რაღაცა უცხო. მგონია, ფრთები დღეს მოიგონეს ჩემთვის - გასაფრენად, მგონი გავგიჟდი... ბედნიერი ვარ, გუშინ შენ გნახე და ხვალინდელსაც შენი ნახვის იმედით ველი.
სულ მენატრები, სულ გამუდმებით... შენ მაგრძნობინე ყველა სიტყვა, ყველა სტრიქონი, რაც კი ოდესმე ვინმეს უთქვამს ამ სიგიჟეზე.…ვფიქრობ საზღვარი არაფერს არ აქვს და მეც ვგიჟდები, ვგიჟდები, გესმის? საოცარია, მსურს ეს სიგიჟე და ამისათვის სიცოცხლეც კი მსურს… შენი სურნელი ახლავს ყველაფერს, რაც შენს თავს მახსენებს და საერთოდაც მთელ სამყაროს შენი სახე აქვს... შენ ალბათ ხვდები, ეს რასაც ნიშნავს… სულ მენატრები, ახლაც კი, როცა კვლავ შენზე ვფიქრობ და ამ პატარა საჩუქარს გიძღვნი... თვალი ცრემლს ელის- სხივით მოგვრილს...