გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სამყარო : [მონოგრაფია]
 30/10/2019

მონოგრაფიაში შესწავლილია გალაკტიონ ტაბიძის ესთეტიკის ზოგიერთი არსებითი პრობლემა. ნაჩვენებია, რომ პოეტი შემოქმედებით ნიჭს გაიაზრებდა, როგორც სულიწმინდის მადლს, ჭეშმარიტი მხატვრული სიტყვის მახასიათებლად მიაჩნდა საღვთო სიბრძნე, საღვთო სიყვარული, ზეციური მუსიკა, ნათელხილვის, ნათელსმენის ფენომენებით წარსულის და აწმყოს ობიექტური ასახვა. წინასწარმეტყველური ინტუიციით მომავლის მოვლენების უტყუარი განჭვრეტა. ხელოვნების უმაღლეს მისიად ესახებოდა ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეალების ერთგული მსახურება, რწმენის განმტკიცება, ხალხისთვის ტაძრისკენ სავალი გზის ჩვენება. ნაშრომში ხაზგასმულია, რომ პოეტის უპირველესი ორიენტირი, უმთავრესი მიზანი იყო „აღმოსავლეთის, დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის" გზების, „ყველა პოლუსის" მოხილვა, „ყველა სიმზე' დაკვრის ხელოვნების დაუფლება...ნაშრომი წარმოადგენს გალაკტიონის ენიგმების, პოეტური ლიცენციების გაშიფრვის, „ლურჯა ცხენების" ავტორის ეროვნულ-პოლიტიკური, რელიგიურ-ფილოსოფიური, ესთეტიკური თვალსაწიერის მთავარ მახასიათებლებთან მიახლოების მოკრძალებულ მცდელობას.