კახეთის აწყური : (ისტორიული და ეთნოგრაფიული მიმოხილვა)
 30/10/2019

წიგნი წარმოადგენს კახეთის ერთ-ერთი უძველესი სოფლის-აწყურის ისტორიულ და ეთნოგრაფიულ მიმოხილვას. ავტორები აცოცხლებენ სოფელ აწყურის წარსულსა და თანამედროვეობას. საინტერესოდ აქვთ აღწერილი სოფლის უძველესი ისტორიული ძეგლები, ტრადიციები,  ადათ-წესები, სახელოვან აწყურელთა ცხოვრების ისტორიები. მკითხველი გაეცნობა ისტორიული გმირის - თაღლარას, საქართველოს ეროვნული გმირის -ქაქუცა ჩოლოყაშვილის, სოფლის მოამაგე გამყრელიძეების, მეღვინეთუხუცესების ღვაწლსა და დამსახურებას, როგორც სოფლის, ასევე, სამშობლოს წინაშე.