გრიმო და ქართული სიმღერა = Grimaud and georgian song
 30/10/2019

პროექტი „ივეტ გრიმო და ქართული სიმღერა" ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი სამეცნიერო ნაწილი წარმოდგენილია ამავე სახელწოდების წიგნით. რომელშიც შესულია გრიმოს ნაშრომები და რადიო გადაცემების ტექსტები, მიძღვნილი ქართული ტრადიციული მუსიკისადმი. გარდა ამისა წიგნში იხილავთ კომენტარებს და თანდართულ დისკებში შესული სიმღერების ტექსტებს, გაეცნობიღ საქართველოს იმჟამინდელი კულტურის მინისტრის, ბ-ნი ოთარ თაქთაქიშვილის, აგრეთვე პროფესორების, შალვა ასლანიშვილისა და გრიგოლ ჩხიკვაძის გამოხმაურებებს ივეტ გრიმოს მიერ საქართველოში ჩატარებულ ექსპედიციაზე. ამას გარდა წიგნში შესულია პროფ. ანზორ ერქომაიშვილის, გრიმო-ჩხიკვაძის ექსპედიციის მონაწილის, ფოლკლორისტ თამილა თაბაგარის და გურიაში გრიმოს ერთ-ერთი მასპინძლის, ბ-ნ გიორგი სალუქვაძის შვილის, გიორგის მოგონება ფრანგი მეცნიერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. აგრეთვე პროფ. რუსუდან წურწუმიას ნარკვევი „ივეტ გრიმოს სამყარო". მეორე ნაწილი წარმოდგენილია ოთხი აუდიოდისკით, რომელშიც შესულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაწერილი 400-მდე სიმღერა.