ჯოისის ლაბირინთი : [ჯეიმზ ჯოისის ცხოვრება და შემოქმედება]
 26/02/2020

თემურ გაბუნიას „ჯოისის ლაბირინთი" - ესაა წიგნი იმ მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რომელიც გამოცანად რჩება თაობებისთვის. ავტორი ეყრდნობა რამდენიმე წყაროს, უმთავრესად კი რიჩარდ ელმანის ბიოგრაფიულ თხზულებასა და ჯოისის პირად წერილებს. თემურ გაბუნიას კვლევის მიზანია „ულისე" გააანალიზდეს, როგორც „სხეულის ნაწილების შესახებ დაწერილი ეპოსი". ავტორი ჯეიმს ჯოისის შემოოქმედებას განიხილავს სხვადასხვა ეპოქის მწერალთა - დანტე ალიგიერის, ჯოვანი ბოკაჩოს, თომას მანის და სხვათა - შემოქმედების ფონზე. ეს კვლევა ჯოისის ამოუცნობი სამყაროსა და „ულისეს" , როგორც რომანი-მისტერიის ახალი კუთხით გადააზრების მცდელობაა.