როდესაც სიტყვა დაიბადება... : [კრებული]
 27/02/2020

საუკუნე მიილია, რაც „გალაკტიონი" თითქმის რაღაც მაგიურ სიტყვად იქცა საქართველოში. სადაც ეს სახელია, იქ „რომელი" ან რაიმე მსგავსი კითხვა აღარ არსებობს. ერთნი „პოეზიის მეფედ" მოიხსენიებენ მას, მეორენი „რითმის ჯადოქრად", „მარტოსულად", „ლოთადაც" კი... მისი ერთადეთობაც სწორედ ესაა - ჩვეულებრივი ეპითეტები არ უხდება, გალაკტიონის ერთადერთი დამახასიათებელი სიტყვა „გალაკტიონია"...ნიკორწმინდის არაამქვეყნიურ ჩუქურთმებს მოუჭრია მისთვის თვალი, არაამქვეყნიურ ენაზე ალაპარაკებულა და კეთილი ღიმილით დაუბარებია: „გალაკტიონი ქართულად უნდა იკითხოთ, მხოლოდ ქართულად..."