სამაჩაბლოს ისტორია = History of Samachablo
 02/12/2021

წინამდებარე ნაშრომი  საქართველოს იმ უძველეს კუთხეს ეძღვნება, რომლის ტერიტორიასაც დიდი ლიახვის ხეობა მოიცავდა და საისტორიო წყაროებში „აჩაბეთის ხევი" ეწოდებოდა. ჯერ კიდევ ადრეფეოდალურ პერიოდში ხეობა ხევისთავ მაჩაბლებს ეპყრათ. ჩვ. წ. აღ. III საუკუნის ბოლოს ქართლის მეფის ასფაგურის სახელს უკავშირდება დიდი ლიახვის ხეობაში ცხინვალის დაარსება, რომელიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ცენტრად იქცა. ამავე არიალში სახლობდა ტბელთა წარჩინებული საგვარეულო.  ტბელებმა დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში არაერთი ტაძარი ააგეს, რასაც დღემდე შემორჩენილი უძველესი წარწერებიც ცხადყოფს. მოგვიანებით, დიდი ლიახვის ხეობაში მაჩაბელთა სათავადო ჩამოყალიბდა. სამაჩაბლოს ცენტრს აჩაბეთი წარმოადგენდა. მაჩაბელთა საათაბაგოში დვალეთი და ჟღელეს ხევიც შედიოდა. გვიანფეოდალურ პერიოდში ხეობის მთიან ზოლში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული ოსები დამკვიდრდნენ. ისტორიული სამაჩაბლო 1922 წელს ბოლშევიკური ხელისუფლების ძალისხმევით სამხრეთ ოსეთის ავტომომიური ოლქის შემადგენელი ნაწილი გახდა. XX საუკუნის 90-იან წლებში კრემლის იდეოლოგთა ძალისხმევით ოსური სეპარატიზმი გაღვივდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. საოკუპაციო ძალებმა დაიკავეს დიდი ლიახვის ხეობა - ისტორიული სამაჩაბლო.