კონსტიტუციური სამართალი : სახელმძღვანელო
 02/12/2021

საქართველო იმყოფება თავისი დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და დემოკრატიული განახლების საკუთარი გზების ძიებისა და დამკვიდრების პროცესში. ერთ-ერთი სფერო, რომელშიც სიახლეთა ძიება მიმდინარეობს არის ზოგადად უმაღლესი, კერძოდ - უმაღლესი იურიდიული, სახელდობრ კი-კონსტიტუციურ - სამართლებრივი განათლება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება წინამდებარე სახელმძღვანელო. სახელმძღვანელო ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციური ისტორიის თითქმის ყველა ქრონიკას, არამედ ბოლო დროინდელ, 2021 წლის კონსტიტუციურ ნოველებს, ბრუნვაში შეაქვს ახალი დოქტრინალური და ნორმატიული წყაროები, მოიცავს კონსტიტუციური სამართლის იმ ნაწილს, რომელიც ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი ქართულ სასწავლო ლიტერატურაში, ან ფრაგმენტულად არის შესწავლილი. თეორიული ცოდნის შეძენასთან ერთად სტუდენტმა უნდა გამოიმუშაოს პრობლემების პრაქტიკული გადაწყვეტის უნარ-ჩვევები. ამას ემსახურება სახელმძღვანელოში განთავსებული საკონტროლო კითხვები, დავალებები, ტესტები და კაზუსები.